Visit our Facebook page
Visit our Instagram profile
Visit our YouTube channel
Visit our LinkedIn profile

ჰარმონიული ურთიერთობების საიდუმლო

უფასო ონლაინ მასტერ-კლასი თინათინ ბასილაიასთან ერთად

4 მარტს, თბილისის დროით 21:00 სთ-ზე

უყურე ჩანაწერს

შეწყვიტე ერთი და იგივე მტკივნეული სცენარების გამეორება ურთიერთობაში. შექმენი უსაფრთხო, ჯანსაღი ემოციური კავშირი ჯერ საკუთარ თავთან - შემდეგ კი საყვარელ ადამიანთან.

გაიარე რეგისტრაცია და დაიკავე შენი ადგილი მასტერ-კლასზე

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

მასტერ-კლასი ჩატარდება მხოლოდ ერთხელ.

დარეგისტრირდი ახლავე და დაჯავშნე შენი ადგილი.

"ჯანსაღი ურთიერთობისთვის ერთი ადამიანია საჭირო, და ეს ადამიანი - შენ ხარ" - ბაირონ ქეითი

გაეცანი ურთიერთობების ფილოსოფიას, რომელსაც შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

დაიღალე პირად ცხოვრებაში ერთი და იმავე სცენარის გამეორებით?

ნაცნობია შენთვის ეს განცდები?

თუ აქ ხარ, დიდი ალბათობით, საკუთარ თავს ხშირად ეკითხები: "რატომ ვიზიდავ სულ ერთნაირ ადამიანებს?" ან "რატომ ვითარდება/მთავრდება ჩემი ყველა ურთიერთობა ერთი და იმავე სცენარით?"

  • მიჯაჭვულობა და შიში: გამუდმებით გეშინია მიტოვების, ამიტომ თმობ საკუთარ საჭიროებებს და ერგები სხვებს (People-pleasing), რათა პარტნიორი არ დაკარგო.

  • ემოციური დისტანცია: გაუცნობიერებლად ირჩევ ემოციურად მიუწვდომელ ადამიანებს, ან თავად იხევ უკან, როცა ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადადის.

  • კონფლიქტების ჩაკეტილი წრე: მუდმივად გიწევს თავის მართლება, დაუცველობის შეგრძნება გაქვს და საუბარი ყოველთვის კამათით მთავრდება.

  • თავის დაკარგვა: ურთიერთობაში შესვლისას კარგავ შენს იდენტობას, ინტერესებს და მთლიანად პარტნიორის ცხოვრებით ცხოვრობ.


სიმართლე კი ასეთია:

პრობლემა იმაში კი არ არის, რომ "სწორი ადამიანი" ჯერ არ გიპოვია. პრობლემა გაუცნობიერებელ სცენარებში და პატერნებშია. კარგი ამბავი კი ის არის, რომ მათი შეცვლა შესაძლებელია! მასტერ-კლასზე კი გიჩვენებ გზას, როგორ.

ჩანაწერის ყურება

იცი, ძალიან კარგად მესმის შენი...


ჩემთვის ეს განცდები უცხო არ არის. მეც გავიარე ცხოვრებაში ეტაპი, როცა ურთიერთობები გულის ტკივილთან და იმედგაცრუებასთან ასოცირდებოდა. თუმცა, შევძელი შემეცვალა ჩემი შინაგანი სცენარი, პატერნები, ქვეცნობიერი პროგრამები და შინაგან ცვლილებებთან ერთად ჩემი რეალობაც.

უამრავი იმედგაცრუებიდან და გულის ტკენიდან, გადავინაცვლე ჯანსაღ, ჰარმონიულ და სილაღით სავსე ურთიერთობაში, სადაც ჩემს მეუღლესთან ერთად გაცნობიერებულად ვქმნი ცხოვრებას. ჩვენ ერთად ვიზრდებით, ვვითარდებით, მხარს ვუჭერთ და გვჯერა ერთმანეთის. ურთიერთობაში თავს ვგრძნობ, როგორც "შინ."

ახლა კი შენი ჯერია! მე შენს გვერდით ვარ და ამ მასტერ-კლასზე ზუსტად გიჩვენებ გზას, თუ როგორ შეგიძლია შენც ამის მიღწევა. თუ მე გამომივიდა, ვიცი შენც გამოგივა!

ჩანაწერის ყურება

ამ მასტერკლასზე შენ გაიგებ, როგორ:


  • როგორ შეწყვიტო პარტნიორის ქცევებზე მტკივნეული რეაგირება და დაიწყო შენი რეალობის მართვა - საკუთარი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე.

  • გაშიფრო შენი ქვეცნობიერი რწმენები: ბავშვობისდროინდელი გზავნილები, რომლებიც აყალიბებს იმას, თუ რისკენ მიისწრაფვი, რისი გეშინია, რას ითმენ და რითი უშლი ხელს საკუთარ თავს.

  • დაინახო უხილავი ოჯახური დინამიკა: თაობიდან თაობაზე გადაცემული სცენარები - სანამ შენ არ დაასრულებ ამ ციკლს.

  • გათავისუფლდე ემოციური ტვირთისგან: გამოიყენე „განმაკურნებელი ფრაზები“ სიმშვიდისა და დასრულებულობის განცდის შესაქმნელად.

  • გადააპროგრამო გონება უფრო ღრმა კავშირებისთვის: გამოკვლევის მარტივი პროცესი, რომელიც შთაგონებულია ბაირონ ქეითის „სამუშაოთი“.

  • ჩაერთო ლაივ-დემონსტრაციასა და პრაქტიკაში: ეს არის გამოცდილებაზე დაფუძნებული შეხვედრა, საიდანაც გამოხვალ გაცნობიერებებით და ცხადი ხედვით აღჭურვილი.

ვისთვის არის ეს მასტერ-კლასი?



  • ძიების პროცესში მყოფი ქალებისთვის: ვინც დაიღალა ემოციურად ცივი და არასტაბილური პარტნიორებით და სურს შექმნას ჯანსაღი ურთიერთობა.

  • ურთიერთობაში / ქორწინებაში მყოფთათვის: ვისაც სურს გააუმჯობესოს ან გადაარჩინოს ურთიერთობა კრიზისისგან, დაასრულოს გაუთავებელი კონფლიქტები და აღადგინოს ემოციური სიახლოვე.

  • დაშორების პროცესში მყოფთათვის: ვისაც სურს წარსული ტრავმის გაშვება, ძალების აღდგენა და საკუთარი თავის ხელახლა პოვნა, შემდეგ კი ახალი სცენარებით ურთიერთობის აწყობა.

ჩანაწერის ყურება

მასტერ-კლასის ბოლოს შენ გექნება:


✅ სრული სიცხადე შენს პატერნებზე (და იმაზე, თუ საიდან მოდიან ისინი).

✅ პრაქტიკული ინსტრუმენტი ემოციური „ტრიგერების“ გასანეიტრალებლად.

✅ კონკრეტული გზა წყენის გასაშვებად და შინაგანი სიმშვიდის აღსადგენად.

✅ მეთოდი შემზღუდველი რწმენების სამუდამოდ გარდასაქმნელად.

✅ ეფექტური გეგმა - 10 ნაბიჯი, თუ როგორ შექმნა ჯანსაღი და ჰარმონიული პირადი ცხოვრება.

ჩანაწერის ყურება

მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი

მე ვარ თინათინ ბასილაია, EAGT ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ-თერაპევტი, ტრანსფორმაცული ქოუჩი, სპიკერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს” წარმომადგენელი საქართველოში. 2016 წლიდან დღემდე აქტიურად ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებთან და უკვე ათასობით ადამიანს დავეხმარე შინაგანი ძალის პოვნაში, თვით-რწმენის დაბრუნებაში, მოტივაციისა ამაღლებაში, საყვარელი საქმის აღმოჩენაში, კარიერულ ზრდაში, ჯანსაღი და ბედნიერი პირადი ცხოვრების შექმნაში. 

2018-2020 წლებში ქართულად ვთარგმნე და გამოვეცი ბაირონ ქეითის 2 ბესტსელერი წიგნი და ათასობით ადამიანს წარვუდგინე. წიგნი, რომელიც საქართველოშიც ბესტსელერად იქცა და მრავალი ქართველის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა.

მაგრამ ტიტულებზე მეტად, ჩემთვის მთავარი ავთენტურობაა. არ მჯერა „იდეალური იმიჯის“ მორგების. მჯერა გულწრფელობის, საკუთარი ისტორიის მიღების და იმ სინათლის პოვნის, რომელიც ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არსებობს.

ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ვანკუვერში, კანადაში. ჩემი სერვისები სრულად დისტანციურია, რაც მაძლევს საშუალებას, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაგიდგე გვერდით. ახლაც, ვანკუვერიდან გერთვები და მზად ვარ, გაგიზიარო ის მძლავრი ინსტრუმენტები, რომლებმაც შინაგანი საყრდენი მაპოვნინა – რათა ახლა შენ დაგეხმაროს.

დარეგისტრირდი ახლავე და დაიკავე შენი ადგილი მასტერ-კლასზე

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

როგორ შემოგვიერთდე:


  1. დარეგისტრირდი უფასოდ (დაგჭირდება მხოლოდ 30 წამი).

  2. შეამოწმე ელ.ფოსტა — შეხვედრამდე მოკლე სამუშაო რვეულსაც (Workbook) მიიღებ.

  3. შემოგვიერთდი პირდაპირ ეთერში 4 მარტს, 21:00 საათზე (თან იქონიე ბლოკნოტი და წყალი/ჩაი).

  4. წაიღე მასტერკლასიდან სიცხადე, პრაქტიკული რეკომენდაციები და მშვიდი, გააზრებული შემდეგი ნაბიჯები.

მოდი მეგობართან ერთად! გაუგზავნე მასაც ეს გვერდი და ერთად შეუდექით ტრანსფორმაციის გზას

რას ამბობენ თინისთან მუშაობის შემდეგ?


"დავინახე მსხვერპლის როლში ყოფნა სულაც არ არის საჭირო სიყვარულის და ყურადღების მისაღებად. ჩემი ცხოვრება გახდა უფრო მშვიდი, გულწრფელი ურთიერთობებით."

მაკა გორდელაძე


"მე ახლა ვარ ძლიერი, თავდაჯერებული, ვიცი საკუთარი თავის ფასი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი ნებაა, როგორც მსურს მასე წავმართავ მას. მჯერა საკუთარი ძალების. მოვიშორე ზედმეტი ვინც და რაც იყო. ახლა ბევრად მტკიცე ვარ. შევიცვალე ასევე ცუდი ხასიათებიც."

მარიამ მჭედლიშვილი

"ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, გავხდი მშვიდი, ჩემს თავთან დარჩენის არ მეშინია, არ მეშინია სიმშვიდის, ნდობა მაქვს სამყაროს და უფლის მიმართ. ჩემთავს ვაფასებ და მიყვარს, ვეფერები და ვუსმენ. ეს არის სასწაული ერთიანობის შეგრძნება, რომელიც ჩემშია, რომელსაც სხვაგან არ ეძებ."

ნინო ძიძიგური

“ყველას გირჩევთ ამ გოგოს ნაკადში მოხვედრას. მასთან შეხვედრა დღესასწაულია, ზეიმია, ფეიერვერკია... თინი ამას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ბუნებრივად აკეთებს და სწორედ ეს ბუნებრივობა ხდის განუმეორებელას. გირჩევთ, თქვენც შეიგრძნოთ თინისთან ურთიერთობის ეს საოცარი დღესასწაული."

მაია იორდანიშვილი


ხშირად დასმული შეკითხვები:

იქნება თუ არა ჩანაწერი?

მჭირდება თუ არა წინასწარ მომზადება?

ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება მცირე დროით, მაგრამ... გულით გირჩევ, ეს 2 საათი საკუთარ თავს აჩუქო და ლაივში შემოგვიერთდე! 💫

არაფერი შეედრება იმ ჯადოსნურ ენერგიას და მუხტს, რაც ცოცხალი პროცესის დროს იქმნება. ამას ჩანაწერში ვერ იგრძნობ. თანაც, ყველაზე აქტიურ მონაწილეს ვებინარის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი და საჩუქარი ელოდება! 🎁 ასე რომ, არ გამოტოვო!

განსაკუთრებული არაფერი. მთავარია, მოიმარაგო ბლოკნოტი, კალამი, წყალი ან შენი საყვარელი ჩაი/კაკაო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მზაობა და გახსნილი გული.

ასევე, მაქვს შენთვის პატარა საჩუქარი: შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, მეილზე მიიღებ მასტერ-კლასის სპეციალურ სამუშაო რვეულს. ის დაგეხმარება, რომ ჩვენი მუშაობის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო, საინტერესო და ორგანიზებული იყოს.

მზად ხარ ახალი რეალობის შესაქმნელად?

შენი ურთიერთობის შესაცვლელად პარტნიორის „გამოსწორება“ არ გჭირდება.


შენ გჭირდება სწორი ინსტრუმენტები - და ნათელი შემდეგი ნაბიჯი.

დაჯავშნე შენი ადგილი ახლავე.

ჩანაწერის ყურება
Visit our Facebook page
Visit our Instagram profile
Visit our YouTube channel
Visit our LinkedIn profile
GetResponse